
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
25 მაისს, ვანთის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა (2026-2027) მინი ფრენბურთში.
ტურნირში მონაწილეობდნენ ვანთის და აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი სპორტული სულისკვეთება, გუნდურობა და საუკეთესო მომზადება აჩვენეს.
მატჩები კონკურენტულ გარემოში, საინტერესოდ წარიმართა. ტურნირში გაიმარჯვეს აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ტურნირის წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობას ვუხდით სკოლების პედაგოგებს,მოსწავლეებს და ორგანიზატორებს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: