
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებლის - ავთანსილ ვანაძის ინიციატივით, გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრება „მხიარული სტარტები“.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე. ბავშვები სხვადასხვა სახალისო და სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ, შესაძლებლობები, გუნდური სულისკვეთება და სპორტული უნარები წარმოაჩინეს და, რაც მთავარია, დაუვიწყარი დრო გაატარეს.
დღე სავსე იყო დადებითი ემოციებით, მხიარულებითა და ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფეროთი.
„ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: