ჰანგების უკვდავი დღესასწაული იფარის სკოლაში - მუსიკა, როგორც აღმაფრენა და რევაზ ლაღიძის ჯადოსნური სამყარო
02-06-2026

სვანეთის დიდებული, მრავალსაუკუნოვანი მთების წიაღში, იქ, სადაც მწვერვალები ცას სწვდება და ბუნება თავად ჰგავს გრანდიოზულ სიმფონიას, მესტიის მუნიციპალიტეტის, იფარის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ იქცა საოცარი აღმაფრენის, სულიერი სიმშვიდისა და ნამდვილი ხელოვნების ეპიცენტრად. აქაურმა სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გაატარა, რომელმაც ყოველდღიურობის საზღვრები წაშალა და დამსწრეთა გულებში წარუშლელი კვალი დატოვა.

იფარის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ქალბატონი თეა მერლანი, არაერთი წელია,  მოსწავლეებსა და კოლეგებს მუსიკის სამყაროდან ჯადოსნური საღამოებით ანებივრებს. თუმცა, ორიოდ დღის წინ ჩატარებულმა ღონისძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - სრულიად ახალი, ემოციური მწვერვალი დაიპყრო. ეს არ გახლდათ უბრალო სასკოლო აქტივობა, ეს იყო სულის ზეიმი.

ქალბატონი თეას წყალობით, იფარის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მაესტროს შემოქმედების დიდებულ სამყაროში იმოგზაურეს - არავის სურდა, ჰანგების ეს საოცარი დღესასწაული დასრულებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ფინჯნებში ჩამოსხმული სურნელოვანი ჩაიც უკვე დაილია და ზედ მისაყოლებელი ნუგბარიც თითქმის გაილია...“

საღამოს მთავარი შთაგონების წყარო კი ქართული მუსიკის გენია - რევაზ ლაღიძე გახლდათ. მისი უკვდავი მელოდიების გაჟღერებამ იფარის სკოლის კედლებში განსაკუთრებული მუხტი შემოიტანა.

„რევაზ ლაღიძე ქართული გენის ნამდვილი აღმაფრენა იყო - ღვთის ნიჭის გამოვლინების ერთ-ერთი ჭეშმარიტი და ნათელი მაგალითი. მისი მუსიკა ხომ სწორედ ის ძალაა, რომელიც ადამიანს მიწას სწყვეტს და ვარსკვლავებამდე აამაღლებს, რომელიც გვახსენებს ჩვენს ფესვებს და, ამავდროულად, გვაზიარებს მარადიულ მშვენიერებას... იფარის საჯარო სკოლა მადლობას მოახსენებს ქალბატონ თეა მერლანს ამ საოცარი საჩუქრისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.​

იხილეთ ბმული

იხილეთ ბმული

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203