ქვენობნის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს გამორჩეული დღესასწაული აჩუქა
02-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესი, მათი სურვილები კი - გათვალისწინებულია.რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე.

1 ივნისს სკოლაში გამორჩეულად მხიარული და შინაარსიანი ღონისძიება მოეწყო.

დღე შემოქმედებითი აქტივობით დაიწყო. მოსწავლეებმა ქუჩაზე ფერადი ნახატები შექმნეს თემაზე- „ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიყვარული“. ბავშვებმა დახატეს მზე, გულები, ყვავილები და სხვა სიმბოლოები, რომლებიც სიკეთეს, მეგობრობასა და ბედნიერ მომავალს დაუკავშირეს.

შემდეგ გაიმართა სპორტული ღონისძიებები. ბიჭებმა ფეხბურთში გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ფრენბურთის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა, რომელმაც დადებითი ემოციები გამოიწვია.

დღის მთავარი ნაწილი ლაშქრობა იყო. მოსწავლეები და მასწავლებლები  გაემართნენ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ. მუზეუმში მათ გიდის საინტერესო მონათხრობი მოისმინეს, გაეცნენ ქართველი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მიიღეს მრავალი ახალი და საინტერესო ინფორმაცია.

საგანმანათლებლო ექსკურსიის შემდეგ ბავშვებმა მუზეუმის ეზოში სხვადასხვა სახალისო თამაში ითამაშეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და კიდევ უფრო მეტად განიმტკიცეს მეგობრული ურთიერთობები.

დატვირთული, შემეცნებითი და მხიარული დღის ბოლოს ყველანი სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით დაბრუნდნენ სახლებში.

„ვულოცავთ, ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ მშვიდ, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203