თბილისის N108 სკოლის მოსწავლეთა საკონკურსო ნამუშევრები პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამოიფინა
02-06-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის (ასაკი: 9-12 წელი) გამოცხადდა ნახატების კონკურსი თემაზე - „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პარლამენტი. ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარდგენილი თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებიდან შეირჩა სამი მოსწავლის - ნიკოლოზ მარუაშვილის (VI კლ.), ანასტასია ჩხიკვიშვილისა (Vკლ.)  და ანი ცანავას (IVკლ.) - ნახატები.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტში ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები. თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.

კონკურსის „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში. 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა და იმ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს საპარლამენტო პროცესების უკეთ დაეხმარება.

ბავშვებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ბავშვების კეთილდღეობის, უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული წიგნის „ჩვენი პარლამენტი“ და ამავე სახელწოდების ანიმაციის პრეზენტაცია.

საკუთარი ნამუშევრის შესახებ ისაუბრა თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ მარუაშვილმა და მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე დასაჩუქრდა.

„ვულოცავთ წარმატებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს: ნიკოლოზ მარუაშვილს, ანასტასია ჩხიკვიშვილსა და ანი ცანავას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203