
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის, სკოლის ორმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ - ფინალურ ტურში.
გუნდმა elite chippers გურიის რეგიონალურ ტურში მოიპოვა პირველი ადგილი და ბათუმში გამართულ, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში მე-2 ადგილი. გუნდმა - „ლომები“ - კი გურიის რეგიონალურ ტურში მე-2 ადგილი დაიკავა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავთ ბავშვებო, ეს იყოს დიდი მოტივაცია შემდგომი წარმატებისა და ცოდნის შეძენის წყურვილისა, ისწავლეთ, შეიმეცნოთ უფრო მეტი, მუდამ გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: