ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის საინტერესო ღია გაკვეთილი 
02-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით თუ სასწავლო მეთოდებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, ინგლისურ ენაში ჩატარებული ღია გაკვეთილი-ღონისძიება - Phonics („ფონიქსები“), რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო მელიქიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად წაიკითხეს ხმოვნები დახურულ მარცვალში. თემასთან დაკავშირებით ასევე წერეს კარნახი.

მოსწავლეებმა იაქტიურეს და ინგლისური ენის ცოდნა და ლექსიკური მარაგი წარმატებით წარმოაჩინეს. 

დასასრულს მასწავლებელმა გაკვეთილი შეაფასა და დასახა სამომავლო მიზნები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უცხოური ენის კათედრის წევრი პედაგოგიც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203