
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. სკოლის გუნდის თითოეული წევრი დაინტერესებულია, რომ მოსწავლეთა სკოლაში გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარი გახადოს.
წელსაც, ტრადიციულად, სკოლამ მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქა.
როგორც სკოლის ბუნების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი გვიყვება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობით, დაიგეგმა არაჩვეულებრივი ღონისძიება, კერძოდ, მოსწავლეებმა წარადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და თამაშები.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს, სკოლის ისტორიას კი კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შეემატა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1-ელ ივნისს აღინიშნება, ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის, რომ ის ვალდებულია უზურნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელება.
იხილეთ ფოტოები: