ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა 
03-06-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სიკეთის კეთებას, ემპათიასა და კაცმოყვარეობას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ ცაგერის სამხატვრო სკოლაში მოწყობილ საქველმოქმედო გამოფენას. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი სილაგაძემ, მარიამ ქარსელაძემ, ბარბარე თევდორაძემ და გაბრიელ სვანიძემ.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები. 

სკოლაში მადლობას უხდიან ცაგერის სამხატვრო სკოლას მასპინძლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203