
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე ერთი მე-12 კლასელი გააცილა და კეთილი სურვილები გაატანა.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
გიორგი ჩაჩხიანს სკოლის დამთავრებმა სკოლის თითოელმა წევმა მიულოცა. მოსწავლემ კი გაიხსენა სკოლის კედლებში გატარებული წლები, სიხარულითა და მადლიერებით ისაუბრა მიღებულ გამოცდილებაზე, მეგობრობაზე, წარმატებებსა და დაუვიწყარ მოგონებებზე.
პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ ახალგაზრდას წარმატებები უსურვეს და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს.
„ბოლო ზარი“ - ეს არის დასასრული ერთი ლამაზი ეტაპისა და დასაწყისი უსაზღვრო შესაძლებლობების!
გილოცავთ და გლოცავთ! გიორგი ჩაჩხიანი. დაე, სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ გაგიკვალოს გზა წარმატებული მომავლისაკენ!
გზა დაგელოცოს!“,- დიდი სიყვარულით გააცილეს კურსდამთავრებული სკოლიდან.
იხილეთ ფოტოები: