ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებამ გააერთიანა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ - სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს.
ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და პატარებს ბედნიერი და ნაყოფიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: