
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ ნანა შენგელიას ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება სახელწოდებით - „ზღაპარი დაიწყო“ შთამბეჭდავად წარიმართა და განსაკუთრებული განწყობა შექმნა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.
პირველკლასელებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, წარმოაჩინეს ცოდნა, შესაძლებლობები და ის გამოცდილება, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვეს.
ღონისძიების სახელწოდება სიმბოლურად ასახავდა იმ მნიშვნელოვან გზას, რომელიც პირველკლასელებმა ცოდნის სამყაროში გაიარეს. მათი დიდი საგანმანათლებლო მოგზაურობა ჯერ მხოლოდ იწყება და ბევრ დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: