თანასწორგანმანათლებლობა ფოთის N7 სკოლაში - უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებისთვის ბავშვთა უფლებების თემაზე საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს
04-06-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები ხშირად ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, განხორციელებული პროექტი ბავშვთა უფლებათა დაცვის შესახებ. 

უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებისთვისთანასწორგანმანათლებლობის პრინციპით, საინტერესო შეხვედრა გამართეს და ბავშვთა უფლებებზე ისაუბრეს. 

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა და ბავშვებს როგორც საკუთარი უფლებები, ისე სხვათა უფლებების დაცვის მნიშვნელობა შეახსენა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203