ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე ანიმატორებმა მიულოცეს
02-06-2026

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყვეს და ზღაპრული, ფერადი და ხალისიანი დღესასწაული აჩუქეს. 

ბავშვებს დღესასწაული ანიმატორებმა მიულოცეს - მათ მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩართეს. 

მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესი, მათი სურვილები კი - გათვალისწინებულია.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1-ელ ივნისს აღინიშნება, ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის, რომ ის ვალდებულია უზურნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203