მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს
13-07-2018
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კენან ომაროვმა და მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან მერაბიშვილმა მოინახულეს.
ახალი კორპუსის მშენებლობა 5 ივლისს დაიწყო.
ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 2019 წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის