აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს
03-06-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 3 ივნისს, 18:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე: „ბავშვის ქცევა - რა განსხვავებაა აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის“.

ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით:

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება სკოლასა და ოჯახში ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები:

ქცევის თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე და მათი მართვა ძალადობისა და გადაჭარბებული კონტროლის გარეშე;

​ემპათიური და მხარდამჭერი მიდგომების მნიშვნელობა რთული ქცევის მართვის პროცესში;

მშობლისა და მასწავლებლის როლი ბავშვისთვის უსაფრთხო, მხარდამჭერი და განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაში;

აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის ემოციურ განვითარებასა და ქცევაზე.

მომხსენებელი: ანა ღვინიანიძე, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების საზოგადოების (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი.

ფასილიტატორი: ნათია შერბაკოვა, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კონსულტანტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203