ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი სიამაყით აღნიშნეს
01-06-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

მოსწავლეებმა ლექსებით სიმღერებითა და საინტერესო ნომრებით კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას რამდენად ძვირფასია თავისუფლება, სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ისტორია.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებელი ლელა შველიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია დუმბაძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203