საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში
01-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში ღონისძიება საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დარბაზში განსაკუთრებული ემოციური და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. წარმოდგენებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობა  - დღე, რომელიც თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ იქცა ქართველი ხალხისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მიწვეული სტუმრები. მათ მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა გამოსვლებს და აღნიშნეს მსგავსი ღონისძიებების განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების საქმეში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგის - არეკნაზ პეტროსიანის მიერ, სკოლის დირექტორ ელვირა ქეიანის მხარდაჭერით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი ერთობლივი ძალისხმევის, შემოქმედებითი ხედვისა და დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა ღრმა შინაარსიანი ღონისძიება, რომელმაც მაყურებლის გულებში განსაკუთრებული კვალი დატოვა.

ღონისძიების მონაწილეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით წარმოადგინეს პატრიოტული ლექსები, სიმღერები და მხატვრული კომპოზიციები. თითოეული გამოსვლა გაჯერებული იყო ქვეყნის სიყვარულით, ისტორიის პატივისცემითა და მომავლის რწმენით.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ახალგაზრდა თაობა ღირსეულად აგრძელებს იმ ღირებულებების დაცვას, რომლებზეც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას.

დასასრულს მონაწილეებს ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურისგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, რაც მათი შრომის, მონდომებისა და აქტიური მონაწილეობის დაფასების გამოხატულება იყო.

„ეს დღე იქცა არა მხოლოდ საზეიმო ღონისძიებად, არამედ სამშობლოს სიყვარულის, ერთიანობისა და მომავალი თაობის შესაძლებლობების ნათელ დემონსტრირებად. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება საერთო ღირებულებების ირგვლივ და ყველას დაუტოვა სიამაყის, სიხარულისა და იმედის განსაკუთრებული განცდა“,- დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203