
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ახლახან, სკოლაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის რესპუბლიკურ ტურნირიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მოსწავლეს - ლევან ხინიკაძას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
31 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თასის რესპუბლიკურ ტურნირზე U15 ასაკობრივ კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 48 კგ კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა საბეჭისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ ლევან ხინიკაძემ, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვა თასი და მედალი.
სკოლაში მას დიდი ოვაციებით დახვდნენ და საამაყო წარმატება მიულოცეს.
„საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს ლევანს ამ შედეგს და მადლობას უხდის წალკის კომპლექსურ სასპორტო სკოლას და წალკის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის.
წინ ახალი გამარჯვებებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: