საზეიმო „ბოლო ზარი“ - ალასტანის საჯარო სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილა
01-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ღონისძიება ორგანიზება კლასის დამრიგებელი ვერონიკა ეროიანმა გაუწია. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლის კედლებში გატარებული წლები, სიხარულითა და მადლიერებით ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, მეგობრობაზე, წარმატებებსა და დაუვიწყარ მოგონებებზე.

მუსიკალურმა და მხატვრულმა ნომრებმა განსაკუთრებული განწყობა შექმნა და დამსწრე საზოგადოებას არაერთი ემოციური წუთი აჩუქა.

კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს  მასწავლებლებს, რომლებმაც მათი აღზრდასა და განათლებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს.

პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე თავდაჯერებით სვლისკენ მოუწოდეს.

სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე და კეთილი სურვილები გაატანა. ღონისძიება კი კურსდამთავრებულებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა და მათ სასკოლო ცხოვრების ყველაზე ნათელ და ემოციურ ეპიზოდებს ყოველთვის გაახსენებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203