მე-12 კლასელებს სკოლაში გამოცდების ჩაბარება უწევთ - დეტალებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიტყობთ
05-06-2026

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გაცდენების მაღალი მაჩვენებლის გამო გამოცდის ჩაბარება უწევთ, რეგისტრაცია 29 მაისს დასრულდა. 

მოქმედი წესის მიხედვით, გამოცდას ის მოსწავლეები აბარებენ, რომელთა გაცდენების რაოდენობა კონკრეტულ საგანში სასწავლო საათების 30%-ს ან მეტს შეადგენს. აღნიშნული მოთხოვნა მოსწავლის მიერ საგნის დაძლევის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს

საგანმანათლებლო რესურსცენტრის განმარტებით, გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებმა საკუთარი სკოლების ადმინისტრაციისგან უნდა მიიღონ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ინდივიდუალურად აცნობებენ მოსწავლეებს გამოცდების განრიგს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

შეგახსენებთ, რომ გაცდენების ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია შესაბამის საგანში გამოცდა ჩააბაროს, რათა საგანი დაძლეულად ჩაეთვალოს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203