ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით იზეიმეს.
პირველ კლასში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელითაც მშობლიური ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.
ღონისძიებამ არაერთი როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. პატარებმა მხარვულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მოთხრობის გმირები გააცოცხლეს. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
პირველი მასწავლებელი სირანუშ არევიანი პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: