სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 
03-06-2026

საქართველოში 2025–2026 სასწავლო წელი II–XI კლასების მოსწავლეებისთვის 15 ივნისს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, აღნიშნული კლასებისთვის სასწავლო წელი 171 სასწავლო დღეს მოიცავს.

აქვე შეგახსენებთ, რომ I კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს დასრულდა, ხოლო XII კლასის მოსწავლეებისთვის – 20 მაისს.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ზაფხულის არდადეგები 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ახალი,2026-2027 სასწავლო წელი კი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებისთვის სამუშაო პროცესი, როგორც წესი, მოსწავლეების ბოლო სასწავლო დღით არ სრულდება. მათ აქვთ სხვადასხვა ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ვალდებულებების შესრულება უწევთ, მათ შორის:

წლიური შეფასებებისა და დოკუმენტაციის დასრულება; კლასის ჟურნალებისა და ელექტრონული სისტემების მოწესრიგება; ანგარიშებისა და სხვა სასკოლო დოკუმენტების მომზადება; პედაგოგიური საბჭოსა და სხვა სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203