ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ დღესასწაულებს მიეძღვნა.
ღონისძიებით მოსწავლეებმა აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სომხეთის რესპუბლიკის დღე, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.
სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და ისაუბრეს ამ ორი დღის მნიშვნელობაზე, ისტორიულ მოვლენებზე, შექმნეს პოსტერები.
საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
ღონისძიებას მასწავლებელი ლუსინე პაპოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: