წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს სწავლის დასრულობას ულოცავს. საზეიმო ღონისძიებით გამოემშვიდობნენ სკოლას კურსდამთავრებულებიც. თეთრი პერანგებით ფერადი ბუშტებითა და სპეციალური სასცენო ნომრებით ეს დღე დაუვიწყარი გახადეს.
„ბოლო ზარი“ არის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების, მეგობრობის, სიხარულის, წარმატებებისა და დაუვიწყარი მოგონებების სიმბოლო.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და სასკოლო საზოგადოება სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ემშვიდობებიან მე-12 კლასის მოსწავლეებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თითოეული კურსდამთავრებული ღირსეულად გააგრძელებს საკუთარ გზას, შეინარჩუნებს სკოლისგან მიღებულ ცოდნასა და ღირებულებებს და წარმატებით მიაღწევს დასახულ მიზნებს.
„ძვირფასო მე-12 კლასელებო! დღეს სრულდება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ეტაპი. უკან რჩება სკოლის წლები, მეგობრობა, ემოციები, სიხარული და მოგონებები, რომლებიც მუდამ თქვენთან დარჩება. გილოცავთ სკოლის დამთავრებას! დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით, რომლებიც სკოლის კედლებში შექმენით “, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტში.