იანეულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
01-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ნიჭი, ფანტაზია და შემოქმედებითი შესაძლებლობები მრავალფეროვანი ნომრებით წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები და საცეკვაო ნომრები, რომლებშიც აისახა ბავშვობის სილაღე, სიკეთე და მეგობრობა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ბედნიერი ბავშვობის მნიშვნელობის წარმოჩენა.

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა და პატარებს ბედნიერ ბავშვობა უსურვა. 

„ძვირფასო ბავშვებო! გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!  გისურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ ბავშვობას, ბევრ სიხარულს, ლამაზ მოგონებებსა და საინტერესო თავგადასავლებს. ყოველთვის იყავით ღიმილიანები, კეთილები და მიზანდასახულები.

დაე, თქვენი ცხოვრება სავსე იყოს სიყვარულით, მეგობრობითა და ბედნიერი დღეებით!

მადლობა, დაწყებითი კლასის მასწავლებელს - ნათია მეფარიშვილს, რომელმაც სიყვარულით  და მზრუნველობით ასეთი სასიამოვნო ღონისძიება მოგიწყოთ“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203