
შპს N1 (გოქაძის) სკოლა კიდევ ერთ მასშტაბურ წარმატებას აღნიშნავს - სკოლის მოსწავლემ, ანდრია ბიგვავამ მათემატიკური და ლოგიკური თამაშების საერთაშორისო ჩემპიონატში (MC კატეგორია) ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
ეს მიღწევა კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მაღალ სტანდარტსა და ინტელექტუალური რესურსის სწორ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჩემპიონატში გამარჯვება მაღალი კონკურენციის პირობებში განსაკუთრებულ მომზადებასა და ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს, ანდრია ბიგვავას მიერ მიღწეული შედეგი კი არა მხოლოდ მოსწავლის მიზანდასახულობის,ა რამედ თავად სკოლის მიდგომების დამსახურებაა - აქ განსაკუთრებულიყურადრება ეთმობა მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, შედეგად ქუთაისის N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეები ღირსეულ კონკურენციას უწევენ თანატოლებს საერთაშორისო ასპარეზზე.
ქუთაისის N1 (გოქაძის) სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები უდიდესი სიამაყით ულოცავენ ანდრიას ამ დიდებულ გამარჯვებას.
„ვულოცავთ ანდრია ბიგვავას ამ ბრწყინვალე აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, პროფესიულ წინსვლასა და ახალი, კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას საგანმანათლებლო ასპარეზზე!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.