„26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე“ - ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ვიდეორგოლების კონკურსი მოეწყო
01-06-2026

საქართველოს ისტორია სავსეა ბრძოლებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 26 მაისს - დღეს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოხდა და ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ვიდეორგოლების კონკურსი თემაზე: „26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე“. 

პროექტს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი ჯეირან კოღუაშვილი. პროექტში მონაწილეობდნენ VII, IX, X კლასების მოსწავლეები (მასწავლებელი: ამირან მაჩალაძე, ჭოხონელიძე).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების გაღრმავება, ეროვნული ღირებულებების გააზრება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შექმნეს საინტერესო და შინაარსიანი ვიდეორგოლები.

ვიდეონამუშევრებში ასახული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული მოვლენები და თანამედროვეობასთან კავშირი. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ისტორიული ცოდნა, ასევე კრეატიული ხედვა - გამოყენებული იყო ფოტოები, ვიდეორესურსები, ტექსტები, მუსიკა და საკუთარი კომენტარები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა - რომ ეს დღე არა მხოლოდ ისტორიული ფაქტია, არამედ ეროვნული იდენტობის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სიმბოლო.

კონკურსის დასასრულს გამოვლინდა საუკეთესო ვიდეორგოლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებითა და სიგელებით.

„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.

ასეთი აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში ქვეყნის სიყვარულისა და მისი ისტორიის პატივისცემის ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203