
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
მე-3 კლასში, საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში, შედგა საოცრად საინტერესო და ემოციური პრეზენტაცია თემაზე - „რელიკვია“.
მოსწავლეებმა, პედაგოგების - გაიანე დარბინიანის და ანუშ მურადიანის ხელმძღვანელობით, ნამდვილი კვლევითი სამუშაო ჩაატარეს. მათ სკოლაში მოიტანეს და საზოგადოებას წარუდგინეს ოჯახური რელიკვიები, რომლებსაც თაობებია უფრთხილდებიან.
ბავშვებმა დიდი სიამაყითა და ინტერესით ისაუბრეს თითოეულ ექსპონატზე:
პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული აღმოჩნდა. პატარებმა შეძლეს არა მხოლოდ ნივთების აღწერა, არამედ იმის გააზრებაც, თუ როგორ უკავშირდება მათი ოჯახების ისტორია ქვეყნისა და საზოგადოების წარსულს.
„მადლობას ვუხდით ნიჭიერ მესამეკლასელებს და მათ მასწავლებლებს ასეთი შემოქმედებითი, თვალსაჩინო და შთამბეჭდავი გაკვეთილის ორგანიზებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, როგორც მოსწავლეთა აქტიურობა ისე პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები.