საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი თეატრალური თავგადასავალი 
04-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებთი, გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო. 

მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, თეატრს - „მეორე სახლი“ სტუმრობდნენ. პატარებმა ნახეს სპექტაკლი - „ჩხიკვთა ქორწილი“. 

„დადებითი ემოციებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ - თეატრში სტუმრობა კი ბავშვების სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203