
სასკოლო ცხოვრებაში არსებობს მომენტები, მასწავლებლები საკუთრი შრომის პირველ ტკბილ ნაყოფს იმკიან - საოცარი, ემოციური და ფერადი დღესასწაული მოეწყო ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, სადაც პირველკლასელებმა ანბანის გაცილება და პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს.
სცენაზე გამოსული პატარები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მადლიერებით სავსე სიტყვებს უძღვნიდნენ მასწავლებლებს - თამამად ვიტყვით, ეს იყო საერთო ბედნიერების დღე;
მშობლების სახელით სიტყვით გამოვიდა ჟენია ავეტისიანი. მან მთელი დარბაზის სახელით, უდიდესი სითბოთი და მოწიწებით გადაუხადა მადლობა კლასის დამრიგებელს, თითოეულ მასწავლებელსა და სკოლის ხელმძღვანელობას იმ ენერგიისთვის, მოთმინებისთვის და უსაზღვრო სიყვარულისთვის,ღონისძიების კულმინაცია კი სკოლის დირექტორის, ქალბატონ ბერნიკ ჰოვსეფიანის ემოციური სიტყვა და დაჯილდოების ცერემონია გახდა.
მან თბილად მიულოცა პირველკლასელებს ეს პირველი დიდი გამარჯვება და თითოეულ მათგანს საზეიმოდ გადასცა სიგელები.
„ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე გზაა“, - აღნიშნა ქალბატონმა ბერნიკმა და პატარებს ნათელი მომავალი უსურვა.