კეხიჯვარის საჯარო სკოლაში პროექტი - „მოვუაროთ სკოლას“ ხორციელდება
13-07-2018
ქარელის, კეხიჯვარის საჯარო სკოლაში პროექტი - „მოვუაროთ სკოლას“ ხორციელდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ეზოს გამწვანება გადაწყვიტეს, სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მიწა მიიტანეს, გადაასწორეს და მცენარეები დარგეს.
„ცხელი ზაფხულის მიუხედავად მოსწავლეები იკრიბებიან კვირაში ორ დღეს და რწყავენ დარგულ მცენარეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის