Ancient and Modern culture-საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
04-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს მიმართავენ და მოწაფეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.  

აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს ინგლისურენოვან პროექტზე, სახელწოდებით - „Ancient and Modern culture - ძველი და ახალი კულტურა“. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, სადაც შედარებული იყო საქართველოსა და ძველი საბერძნეთის, ძველი ეგვიპტის, ძველი ისრაელის, ძველი რომის კულტურები და ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო ინფორმაციები. 

მე-5 კლასის ხელმძღვანელი მაყვალა ანთაძე გახლავთ, ინგლისური ენის პედაგოგი კი ნათია მიქაძეა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203