საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ
03-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის III კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით,  შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმს ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი მოსწავლეებისთვის ისტორიის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა იყო.

მუზეუმში ყოფნისას მოსწავლეები გაეცნენ ბიომრავალფეროვნების თემატიკას, დაათვალიერეს სხვადასხვა ექსპონატი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ბუნების მრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ოქროს ხანის“ დარბაზმა, სადაც ბავშვებმა ქართული ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის ამსახველი უნიკალური ექსპონატები მოინახულეს.

ექსკურსია მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ დათვალიერებისა და განხილვის პროცესში, სვამდნენ კითხვებს და დიდი ინტერესით ისმენდნენ მუზეუმის თანამშრომლების განმარტებებს.

მსგავსი შემეცნებითი ვიზიტები სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს და ახალისებს და მოსწავლეებს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესს უღრმავებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203