
1-ელი ივნისი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი დღეა - ამ დღეს უკავშირდება წმინდა ნინოს შემობრძანება საქართველოში და საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისი, ასევე აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ თარიღთან დაკავშირებით სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლაში ტრადიციულად გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ბავშვებისთვის განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო იყო.
მოეწყო ანიმაციურ ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი... მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სასცენო ნომრები, იცეკვეს, იმღერეს ითამაშეს და არაერთი საინტეერსო საჩუქრი დაიმსახურეს.
საზეიმო დღე მოსწავლეებს განსაკუთრებით გაუფერადეს სკოლის ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა, წოვინარ ავეტისიანმა და ნაირა მოსოიანმა. მათ მიერ ორგანიზებულმა აქტივობებმა ბავშვებს სიხარული და დადებითი ემოციები აჩუქა.
ყველაზე სასიხარულო თავად ის იყო, რომ მოსწავლეებზე არანაკლებ ხარობდნენ ისინი, ვინც ეს დღე მათთვის ასე ფერადი და დასამახსოვრებელი გახადა.
იხილეთ ფოტოები: