საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის​​ მე-4 კლასელთა დაუვიწყარი დღე ანანურში 
02-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის​​ მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ეკატერინე ხეჩუაშვილის ხელმძღვანეობით,  შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში ანანურს ესტუმრნენ.

გასვლითი აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, შემეცნებითი გამოცდილების გამრავალფეროვნება და სასიამოვნო გარემოში დროის გატარება.

ექსკურსიის მონაწილეებმა მოილოცეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გაეცნენ ანანურის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის კულტურულ ღირებულებებს. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს არქიტექტურული ძეგლების დათვალიერებისას და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს საქართველოს წარსულის შესახებ.

შემეცნებითი ნაწილის შემდეგ ბავშვებმა დრო ბუნებაში გაატარეს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში, ითამაშეს და თანაკლასელებთან ერთად დაუვიწყარი წუთები შექმნეს.

მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ ექსკურსიიდან. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203