„რა მინდა გამოვიდე მომავალში“ - ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასურველი პროფესიები „მოირგეს“
01-06-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მესამე კლასში დღე ემოციებით, ოცნებებითა და ახალი აღმოჩენებით იყო სავსე.

კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა პროფესიების შესახებ. მათ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ ვინ სურთ გახდნენ მომავალში. აქტივობის ფარგლებში თითოეულმა ბავშვმა თავისი სასურველი პროფესია „მოირგო“ და თანაკლასელების წინაშე პატარა პროფესიონალის როლში წარდგა.

განსაკუთრებული ემოცია ბავშვების სახეებზე მაშინ აისახა, როდესაც მათ საკუთარი „მომავლის ფოტოები“ ნახეს. გამოსახულებები, რომლებიც მათი არჩეული პროფესიის მიხედვით იყო შექმნილი. მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით დაინახეს საკუთარი თავი სხვადასხვა როლში: ექიმის, მასწავლებლის, ხელოვანის, პოლიციელის, მექანიკოსის, სპორტსმენის, ფეხბურთელის, ჩოგბურთელის, არქიტექტორის, რეპერის, ბოქსიორის, მომღერლისა და მწერლის...

პედაგოგების თქმით, მსგავსი აქტივობები ბავშვებს ეხმარება უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ინტერესები და ადრეული ასაკიდან დაფიქრდნენ მომავალ პროფესიებზე.

 ბავშვობის ოცნებები ხშირად სწორედ ასეთი გამოცდილებებით იწყება.

„იმედი მაქვს, ყველა იმ პროფესიას აირჩევს, რაც მათ მთელი გულით ეყვარებათ და დიდ წარმატებასაც მიაღწევენ. ყველა მათგანშია ამის პოტენციალი. მთავარია, შრომა არ დაიზარონ“, - აღნიშნა პედაგოგმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203