
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი შემეცნებით-გასართობი ექსკურსია მოეწყო.
მე-5ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაყვალა ანთაძის ხელმძღვანელობით, საგარეჯოში გაემგზავრნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი, მოისმინეს ინფორმაცია მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ, დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები, მეტი შეიტყვეს მისი პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ.
მოსწავლეებმა ასევე, მოილოცეს ნინოწმინდის მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: