„ვიცავდით და კვლავ დავიცავთ“ - დედაენისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 
01-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის​ I ბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს.

დედაენისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ვიცავდით და კვლავ დავიცავთ“ - ქართული ენის სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებად იქცა.

მხატვრული წარმოდგენით მათ გააცოცხლეს სამშობლოს, ენისა და სარწმუნოების დაცვისთვის მებრძოლი გმირების სახეები.

პირველკლასელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ენისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემა სწორედ ბავშვობიდან იწყება.

„მოსწავლეებმა გვამოგზაურეს საქართველოს წარსულ ისტორიაში და მომავლის იმედად ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში გადამალული დედაენები მოჰფინეს სამშობლოს, როგორც ერისთვის, ენისთვის, რწმენისთვის მებრძოლი ჯარისჯაცები...“,- გვიყვებიან სკოლა-გიმნაზიაში და დასძენენ, რომ სანახაობა იყო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203