5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
01-06-2026

2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდა 5 ივნისის 18:00 საათამდე, ხოლო რეგისტრაციის პროცესის დასრულება 8 ივნისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარს შეადგენს. რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - მიმდინარეობს.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის პროცედურები განსაზღვრულ ვადებში დაასრულონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203