
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ ნინო ხუსკივაძის ხელმძღვანელობით, VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად, ბიოლოგიის გაკვეთილზე განხორციელებული კომპლექსური დავალება თემაზე - „სასუნთქი სისტემა“.
შემოქმედებითი დავალების მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება, ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და გადმოცემის უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, დაამზადეს საინფორმაციო პოსტერი - საუნთქი სისტემის ერთგვარი მოდელი. ბოლოს კი ვრცლად ისაუბრეს თემის შესახებ.
კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: