„ბოლო ზარი“ ერთი კურსდამთავრებულისთვის - ღების საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს
02-06-2026

„ბოლო ზარი“ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში განსაკუთრებული თარიღია, რომელიც სიმბოლურად ახალი შესაძლებლობებისა და მიზნებისკენ გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს აღნიშნავს. ამ დღის მოგონებები კი კურსდამთავრებულს ცხოვრების მანძილზე მუდამ გაჰყვება.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე ერთადერთი კურსდამთავრებულისთვის ლამაზ და გამორჩეულ მოგონებად ექციათ. 

სკოლაში „ბოლო ზარი“ განსაკუთრებული ემოციებით აღინიშნა. ღების საჯარო სკოლა წელს ერთმა მოსწავლემ დაასრულა, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მთელმა სკოლამ გააცილა. 

სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა და სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულს წარმატებული მომავალი, პროფესიული წინსვლა და ყველა მიზნის ასრულება უსურვეს.

ღონისძიებაზე გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, იყო ბევრი მადლობა და კეთილი სურვილები. 

„ვულოცავთ მას  სკოლის დასრულებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს  ვუსურვებთ, ბედნიერი და ნათელი მომავალი  მიანიჭოს უფალმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203