საქართველოს კუთხეების ეთნოგრაფიული ფესტივალი ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში 
01-06-2026

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს კუთხეების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ V-VI კლასის მოსწავლეები.

სკოლის ეზო ერთი დღით საქართველოს სხვადასხვა კუთხედ გადაიქცა - მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ხალხური სამოსი, კერძები და ეთნოგრაფიული თავისებურებები. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოევლოთ თემატური სტენდები, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი მასალა, დაეგემოვნებინათ ქართული კუთხეებისათვის დამახასიათებელი კერძები და ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას.

ღონისძიება წარიმართა თბილ, შემოქმედებით და სახალისო გარემოში.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ხელმძღვანელობას და მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203