
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ამირან ლობჯანიძემ, 26 მაისისადმი მიძღვნილი აქტივობის ფარგლებში, სკოლაში ჩაატარა ვიქტორინა თემაზე - „დამოუკიდებელი საქართველო“.
მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს, უპასუხეს დასმულ კითხვებს და გამოავლინეს მიღებული ცოდნა. ასევე მოსწავლეებმა დახატეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მსგავსი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში:
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნული დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.