სცენაზე გაცოცხლებული საქართველო - ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზულად აღნიშნეს
01-06-2026

სიამაყე, თავისუფლების სიყვარული და ქართული გენის უნიკალობა - სწორედ ამ ემოციებმა აავსო ქუთაისის N4 საჯარო სკოლის კედლები, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაუვიწყარი საღამო მიეძღვნა. თეატრალიზებულმა წარმოდგენამ, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული, თითოეული მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ღონისძიების მთავარი ხიბლი მისი საოცარი ფორმატი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მაყურებელი ნამდვილ შემოქმედებით მოგზაურობაში გაიყოლეს და სცენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხე გააცოცხლეს და სათითაოდ გადაიშალა ჩვენი ქვეყნის უნიკალური საგანძური​.

ეს საღამო კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, თუ რამდენი ნიჭიერი და სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა იზრდება ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში. ბავშვებმა ხელოვნებით აჩვენეს, რომ კარგად იციან საკუთარი ქვეყნის ისტორია და პატივს სცემენ ქართულ კულტურას.

ამ ულამაზესი დღესასწაულის მთავარი შემოქმედი და სულისჩამდგმელი თამარ კობახიძე გახლდათ. მისი დაუღალავი შრომის, საორგანიზაციო ნიჭისა და სწორი ხედვის დამსახურებით, რომ სკოლამ ასეთი მასშტაბური და ემოციურად დატვირთული საღამო აჩუქა საზოგადოებას.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ეს ღონისძიება სკოლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება - მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მომავალი თაობა პატრიოტული სულისკვეთებითაა განმსჭვალული.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203