
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობება სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოსთან ერთად ემოციურია.
20 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. მე-12 კლასელებმა გაიხსენეს სკოლის კედლებში გატარებული წლები, სიხარულითა და მადლიერებით ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, მეგობრობაზე, წარმატებებსა და დაუვიწყარ მოგონებებზე, შემდეგ კი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, რომლებმაც მათი აღზრდა-განათლებაში ფასდაუდებელი შრომა ჩადეს.
პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე თავდაჯერებით სვლისკენ მოუწოდეს.
„ბავშვებო, გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას! თითოეული თქვენგანი წლების განმავლობაში იზრდებოდით ცოდნით, გამოცდილებითა და ღირებულებებით. გვიხარია, რომ ვიყავით თქვენი განვითარების, წარმატებებისა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების თანამონაწილენი.
გისურვებთ, ყოველთვის გქონოდეთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მიზანდასახულობა და გამბედაობა. დაე, თქვენი მომავალი სავსე იყოს წარმატებით, პროფესიული და პიროვნული მიღწევებით, ბედნიერებითა და კეთილი ადამიანებით.
გახსოვდეთ, რომ ჩვენი სკოლა მუდამ დარჩება თქვენს მეორე სახლად, ხოლო თქვენი წარმატებები - ჩვენი სიამაყის მიზეზად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: