მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა
13-07-2018
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

კერძოდ, მოსწავლეებმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით-„ქართული ბარბარიზმების გარეშე“ წარმოადგინეს.

ამავდროულად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას ბიუროს უფროსი სოფიო გაბისონია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან პაშა გულორდავასთან ერთად მარტვილის №1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ქართული ენის შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრო. 

აღნიშნულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე თოფურიამ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ნიკოლოზ წულაიასთან ერთად მე–9 კლასში შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „სახრჩობელაზედ“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი წარმოადგინეს. 

წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის  სამართლიანობაზე, მოზარდების აღზრდაში ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობის პრობლემებსა და შედეგებზე დისკუსია გაიმართა. 

შემაჯამებელ გაკვეთილს, როგორც საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირი, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203