
საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური და ემოციური ღონისძიება გაიმართა. 26 მაისის ეს მნიშვნელოვანი თარიღი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივი ძალისხმევით განსაკუთრებულ დღესასწაულად აქციეს.
ღონისძიების მთავარი შემოქმედები მე-5 კლასის მოსწავლეები იყვნენ. მათ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს, რომელიც პატრიოტულ სულისკვეთებით, სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული.
მოსწავლეებმა სცენიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიული მნიშვნელობა, განსაკუთრებული ემოციით წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, სასკოლო სივრცე კი მორთეს სახელმწიფო სიმბოლიკით.
გორისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია მოზარდ თაობაში ეროვნული თვითშეგნების, პატრიოტიზმისა და ისტორიული მეხსიერების გაღვივებისთვის. 26 მაისი კი არის დღე, რომელიც თითოეულ ქართველს აერთიანებს, და ამ ღირებულებებთან ზიარება სკოლის კედლებში ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბების საფუძველია.