ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი გასვლითი ღონისძიებით დააგვირგვინეს
01-06-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს და შეძენილ ცოდნას ლამაზად მოუყარეს თავი.

სკოლა-გიმნაზიის პირველმა კლასმა, დამრიგებლის - სალომე ანთაძის ხელმძღვანელობით, 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება განსაკუთრებული, ემოციებით სავსე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პატარები დაემშვიდობნენ დამრიგებელს, სკოლას, საყვარელ მასწავლებლებსა და იმ დაუვიწყარ დღეებს, რომლებმაც მათი სასკოლო ცხოვრების პირველი ლამაზი ფურცელები შექმნა. 

„სულ ცოტა ხნის წინ ისინი სკოლაში პირველი მორიდებული ნაბიჯებით შემოვიდნენ, დღეს კი უკვე გამოცდილებით, ცოდნით, მეგობრობითა და სიყვარულით გამდიდრებულები ამაყად ამბობენ - ჩვენ აწ უკვე მეორეკლასელები ვართ!

სიხარულით, თამაშით, ღიმილითა და თბილი ემოციებით დატვირთულმა დღემ კიდევ ერთხელ გააერთიანა ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები. ეს იყო მადლიერების, სიყვარულისა და კეთილი მოგონებების დღე.

წინ ახალი გზა, ახალი აღმოჩენები და კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლები ელით, მაგრამ პირველი კლასი მათ გულებში მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

გილოცავთ, გიმნაზიელებო!

იფრინეთ ცოდნის ფრთებით, შეინარჩუნეთ სიკეთე, მეგობრობა და ბავშვური სითბო.

ბედნიერი ზაფხული და წარმატებული გზა - აწ უკვე მეორეკლასელებს!“,- აღნიშნავენ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში და მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203