ლამაზი ღონისძიებით შეჯამებული ოთხი წელიწადი - ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საზეიმო სანახაობა
01-06-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს. 

გამოსაშვები ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და არაერთი საინტერესო ნომერი გააერთიანა.

მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. მათ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს დამრიგებლის მიმართ. პირველმა მასწავლებელმა კი მე-4 კლასელებს გზა დაულოცა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება გამორჩეულად მიულოცეს სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო,

გილოცავთ მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას!

თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხური გადალახეთ ცოდნის, მეგობრობისა და ახალი გამოცდილებების გზაზე.

ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ წარმატებას მიაღწევთ!

სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით. სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203